მუსიკა თერაპია ემსახურება ადამიანებისთვის საჭირო ყოველდღიური უნარების შეძენა-შენარჩუნებას და საბოლოოდ, ამით მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. თერაპევტები იყენებენ მუსიკას, სიმღერას, ინსტრუმენტებსა და სხვადასხვა მოძრაობებს ადამიანის სოციალურ, კომუნიკაციურ, სამეტყველო, აკადემიურ და ქცევით უნარებზე სამუშაოდ ინდივიდუალური საჭიროებებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მუსიკა თერაპია ამაღლებს განწყობას და დადებით ემოციურ მდგომარეობას, მატებს თავდაჯერებას, ხელს უწყობს თვითგამოხატვის უნარს და თვითმარეგულირებელი უნარების გამომუშავებას.

 მუსიკა-თერაპევტები, კომპლექსური მკურნალობის მიზნით, წარმატებით თანამშრომლობენ სხვა თერაპევტებთან. არ არის აუცილებელი, მუსიკა თერაპიაში ჩასართავად ბავშვი ფლობდეს მუსიკალურ განათლებას ან უნარებს. მუსიკა თერაპია თავისუფლად შეიძლება მოერგოს ნებისმიერი მონაცემისა და დიაგნოზის პირს ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, თუ ემოციური განვითარების ნებისმიერ ეტაპზე.