1. რას გვთავაზობს ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია მშობლებსა და ბავშვებს ?

„ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია“ ბავშვებსა და მშობლებს სთავაზობს მულტიდისციპლინურ მიდგომაზე დაფუძნებულ მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:

  • ბაზისური უნარ-ჩვევების განვითარება/სრულყოფა
  • სოციალური უნარების განვითარება/სრულყოფა
  • ყოველდღიური ცხოვრების აქტივობებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება/სრულყოფა

აკადემია აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. კეთილმოწყობილი ეზო სრულად არის განკუთვნილი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.

2. სად მდებარეობს აკადემია?
აკადემია მდებარეობს თბილისში, სანზონაში, გუდამაყრის გუდამაყრის ქუჩის N4-ში, „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა“ (ყოფილი მე-8 საავადმყოფო) და „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიმდებარედ.
3. რა ასაკის ბავშვების მიღებაა შესაძლებელი?
აკადემიაში მიღება განისაზღვრება 2-10 წლამდე ბავშვებისთვის.
4. როგორ განისაზღვრება, კონკრეტულად რა თერაპიას საჭიროებს ბავშვი?

პირველად კონსულტაციას ბავშვი გადის ფსიქიატრთან. კონსულტაციის მიზანია, სპეციალისტმა განსაზღვროს, განვითარების რა ტიპის დარღვევით არის გამოწვეული ის ჩივილები, რომლითაც მშობელმა მიმართა ცენტრს. საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრი გასცემს რეკომენდაციას დამატებითი კვლევების შეახებ, რომელსაც ატარებს კლინიცისტი ფსიქოლოგი. ჩატარებული კვლევების საფუძველზე ფსიქიატრი სვამს საბოლოო დიაგნოზს და გასცემს რეკომენდაციას შესაბამისი თერაპიების თაობაზე.

იმ შემთხვევაში, თუ აკადემიას აკითხავს ბავშვი, რომელიც უკვე დიაგნოსტირებულია, აკადემიის მიმართულების ხელმძღვანელი არსებული სადიაგნოსტიკო დასკვნისა და ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სთავაზობს მშობელს თერაპიის ტიპს, რომელიც ეფექტურად შეძლებს არსებული საჭიროებების მოგვარებას.

5. რა თერაპიული მომსახურება გაქვთ ბავშვებისთვის?
ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია გთავაზობთ როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ თერაპიებს შემდეგი მიმართულებით: ქცევის თერაპია, სენსორული თერაპია, ოკუპაციური თერაპია, მეტყველების თერაპია, მუსიკა თერაპია, ხელოვნების თერაპია, თამაშით თერაპია, ემოციების მართვი
6. როგორ ჩავწერო ბავშვი თერაპიულ კურსზე?
ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიაში ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10-დან 18 საათამდე ნომერზე 599 03 91 88 ან მობრძანდით მისამართზე: თბილისი, გუდამაყრის ქ. 4 (სანზაონა, 1-ლი საუნივერსიტეტო კლინიკის ტერიტორია).
7. გაქვთ თუ არა ინდივიდუალური თერაპიული მომსახურება და რა თერაპიებს გულისხმობს ის?
ჩვენთან ინდივიდუალური თერაპიები მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებით: ქცევის თერაპია, სენსორული თერაპია, ოკუპაციური თერაპია, მეტყველების თერაპია, მუსიკა თერაპია, ხელოვნების თერაპია, თამაშის თერაპია, ემოციების მართვის თერაპია, აკადემიური უნარების განმავითარებელი თერაპია.
8. გაქვთ თუ არა ჯგუფური თერაპიული მომსახურება? რა თერაპიებს გულისხმობს ის და რამდენი ბავშვისგან შედგება თითოეული ჯგუფი?

აკადემიაში ფუნქციონირებს მცირე (4-6 ბავშვი) და დიდი (8-10 ბავშვი) თერაპიული ჯგუფები. ჯგუფის ტიპი განისაზღვრება ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე. თითოეულ ჯგუფს უძღვება დარგის სპეციალისტი ასისტენტთან ერთად (მცირე ჯგუფი -1 ასისტენტი, დიდი ჯგუფი-2 ასისტენტი).

ჯგუფური თერაპიები მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებით: ქცევის თერაპია, ოკუპაციური თერაპია, მეტყველების თერაპია, მუსიკა თერაპია, ხელოვნების თერაპია, თამაშით თერაპია, ემოციების მართვის თერაპია, აკადემიური უნარების განმავითარებელი თერაპია.

9. შესაძლებელია თუ არა, თერაპიული კურსის გარდა, სრული დღის მომსახურებით სარგებლობა?
„ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიაში“, გარდა თერაპიული სერვისებით სარგებლობისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ სრული ან ნახევარი დღის მომსახურებით.
10. სრული დღით სარგებლობის შემთხვევაში, არის თუ არა შესაძლებელი ბავშვი უზრუნველყოფილი იყოს კვებით?
„ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიაში“, სრული დღით სარგებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ორჯერადი კვება (ხემსი და სადილი). კვებითი თავისებურების გათვალისწინებით, მშობელი თავად უზრუნველყოფს კვების რაციონს.
11. არის თუ არა შესაძლებელი ტრანსპორტირება, სახლიდან აკადემიამდე და/ან აკადემიიდან სახლამდე?
აღნიშნული მომსახურება განიხილება აკადემიის სამომავლო გეგმაში.
12. არის თუ არა შესაძლებელი დედმამიშვილებისთვის ფასდაკლება?
აკადემიის პროგრამის მისაღებად (სრული დღე) დედმამიშვილის ჩარიცხვის შემთხვევაში მოქმედებს 50%-იანი, ხოლო ინდივიდუალური თერაპიების საჭიროების შემთხვევაში - 25%-იანი ფასდაკლება თითოეულ სერვისზე.
13. შექმნილი ეპიდემიური ვითარების გამო, როგორ ხდება თერაპიული ოთახის, ნივთების დეზინფექცია?
მანამ, ვიდრე სპეციალისტი დაიწყებს მომდევნო ინდივიდუალურ ან ჯგუფურ თერაპიას. აკადემიაში ანტისეპტიკური, ბავშვებისთვის უსაფრთხო ხსნარით, მუშავდება როგორც ინვენტარი, ისე სხვა დანარჩენი ნივთები: სათამაშოები, კარის/კარადის სახელურები, დენის ჩამრთველები, მაგიდის, სკამის ზედაპირები და სხვა...
14. ადმინისტრაციის თანამშრომლები და სპეციალისტები არიან თუ არა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილები?
„ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის“ პერსონალი სრულადაა ვაქცინირებული COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით.