განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხის ამაღლების პროცესში მშობლის ჩართულობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. იმისათვის, რომ მშობელმა სწორად და სრულფასოვნად შეძლოს შვილის მხარდაჭერა, მნიშვნელოვანია, თავად ფლობდეს სიძნელეებთან გამკლავების სტრატეგიებს.

 ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია სთავაზოვს მშობლებს მულტიდისციპლინური გუნდის წევრებისაგან (ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ქცევის ანალიტიკოსი) შემდგარ ჯგუფურ თერაპიებს. თითოეული თერაპიული სესია დაგეგმილი იქნება ჯგუფში კონკრეტულ მშობელთა საჭიროებების გათვალისწინებით.