ხელოვნების (არტ თერაპია), თავისი არსით, პროცესით, არის ცოცხალი მოქმედი ძალა, რომელიც ფსიქოთერაპიის ნაწილია და ხელოვნების საშუალებით გამოხატავს ადამიანის მდგომარეობას როგორც ფიზიკურად, ისე - ემოციურად.

 ხელოვნების თერაპია ეხმარება ბავშვებსა და მოზარდებს განავითარონ წარმოსახვის, ფანტაზიის უნარ-ჩვევები, შეძლონ საკუთარი სამყაროს გარშემომყოფებისთვის გაცნობა და განივითარონ კომუნიკაციის ის უნარ-ჩვვები, რაც დაეხმარება მათ სოციალურ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.