სპეციალური მასწავლებელი მუშაობს წინასასკოლო მზაობასა და აკადემიურ უნარებზე ბავშვებთან, რომლებსაც აქვთ დასწავლის, ქცევისა და ემოციური დარღვევების ფართო სპექტრი. მუშაობის პროცესში აფასებს ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებებს და მათი გათვალისწინებით ადგენს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, რომლის ფარგლებშიც აქცენტი კეთდება ისეთ ძირითად უნარებზე, როგორიცაა: კითხვა, წერა და მათემატიკური უნარები.
სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობს სკოლასთან, აცნობს მათ კონკრეტული ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებებს და აძლევს მათ საჭირო რეკომენდაციებს მისი აკადემიური, სოციალური უნარებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით.