ოკუპაციური თერაპია ემსახურება ბავშვის მოტორული, სენსორული თუ ფუნქციური უნარ-ჩვევების განვითარებაში გარკვეული სირთულეების იდენტიფიცირებას და მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით ბავშვზე და მის ოჯახზე მორგებული ინტერვენციის პროცესის დაგეგმვასა და წარმართვას.
ოკუპაციური თერაპევტი სპეციფიურად აღჭურვილ გარემოში მუშაობს ბავშვის მსხვილი და ნატიფი მოტორული უნარების განვითარებაზე, საჭიროების შემთხვევაში ახდენს სწორი პოზის სტიმულირებას დამხმარე ადაპტაციური საშუალების შერჩევითა და ბავშვის სხეულის ზომაზე მორგებით. მათ შორის ეტლის, სავარძლის და ა.შ.
ბავშვის ფუნქციური უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ოკუპაციური თერაპია, ასევე, მიმართულია მშობლის გაძლიერებაზე სწორი სტატეგიული მიდგომის სწავლებითა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებით.