ბაზისური უნარ-ჩვევების განვითარებისა და სრულყოფის მიზნით, აკადემიაში ფუნქციონირებს ინდივიდუალური (ერთი ერთზე) თერაპიული მომსახურება. მისი მიზანია, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს ასაკის შესაბამისად დამოუკიდებლად ფუნქციონირებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, გაზარდოს ბავშვის მზაობა, რათა მან შესძლოს ჯგუფურ თერაპიაში ჩართვა და შესაბამისად, სოციალური უნარ-ჩვევეების განვითარება და სრულყოფა.
ჩვენთან ინდივიდუალური თერაპიები ხელმისაწვდომია შემდეგი მიმართულებით:
ქცევის თერაპია, სენსორული თერაპია, ოკუპაციური თერაპია, მეტყველების თერაპია, მუსიკა თერაპია, ხელოვნების თერაპია, თამაშით თერაპია, ემოციების მართვის თერაპია, აკადემიური უნარების განმავითარებელი თერაპია.