ჯგუფური თერაპია არსებით როლს ასრულებს სიციალური უნარ-ჩვევების ფორმირების პროცესში. ვინაიდან აღნიშნული უნარ-ჩვევების ფორმირება აკადემიის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს, გთავაზობთ თითოეული სახის თერაპიისათვის განკუთვნილ ორი ტიპის ჯგუფურ თერაპიას: მცირე (4-6 ბავშვი) და დიდი (8-10 ბავშვი).
ჯგუფური თერაპიის ტიპი განისაზღვრება ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე. ჯგუფური თერაპიის სპეციფიკით გათვალისწინებული, საგანგებოდ შექმნილი პროგრამის შესაბამისად, თითოეულ თერაპიას წარუძღვება დარგის სპეციალისტი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ასისტენტის თანხლებით (მცირე ჯგუფი-1 ასისტენტი, დიდი ჯგუფი-2 ასისტენტი).
ჯგუფური თერაპიები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ქცევითი თერაპია, ოკუპაციური თერაპია, მეტყველების თერაპია, მუსიკა თერაპია, ხელოვნების თერაპია, თამაშის თერაპია, ემოციების მართვის თერაპია, აკადემიური უნარების განმავითარებელი თერაპია.