„ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია“ ემსახურება განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებს 2-10 წლის ასაკამდე. ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, მულტიდისციპლინური გუნდი ადგენს და სთავაზობს მშობელს თერაპიული მომსახურების ინდივიდუალურ პაკეტს.
აკადემია 70 ბავშვს სთავაზობს მულტიდისციპლინურ მიდგომაზე დაფუძნებულ მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:
- ბაზისური უნარ-ჩვევების განვითარება/სრულყოფა
- სოციალური უნარების განვითარება/სრულყოფა
- ყოველდღიური ცხოვრების აქტივობებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება/სრულყოფა
გთავაზობთ შემდეგი სახის თერაპიებს:
- ქცევითი თერაპია
- სენსორული თერაპია
- ოკუპაციური თერაპია
- მეტყველების თერაპია
- მუსიკა თერაპია
- ხელოვნების თერაპია
- თამაშით თერაპია
- ემოციების მართვის თერაპია
- აკადემიური უნარების განმავითარებელი თერაპია
აკადემიაში ასევე ხელმისაწვდომია:
- სესიას მშობლებთან
- თერაპია და-ძმის ან მოხალისეების ჩართულობით
აკადემიის მუშაობის სპეციფიკა
საჭიროებებზე მორგებული თერაპიული პაკეტის სწორად შერჩევს მიზნით, ბავშვი კონსულტაციას გადის ექიმ ფსიქიატრთან. კონსულტაციის მიზანია, ზუსტად მოხდეს განვითარების იმ ტიპის დარღვევის იდენტიფიცირება, რაც წარმოადგენს კონკტრეტულ შემთხვევაში არსებული დეფიტიტური უნარების მიზეზს. დიაგნოსტიკის სრულყოფის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ექიმი ნიშნავს დამატებით სადიაგნოსტიკო კვლევებს: აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვება (Ados-2), აუტიზმის სადიაგნოსტიკო ინტერვიუ მშობელთან ან აღმზრდელთან (Adi-r), ბავშვის ადაპტაციური უნარების შეფასება (Vineland 2), რომელსაც უძღვება კლინიცისტი ფსიქოლოგი
კვლევევის საფუძველზე მიღებული დასკვნის შესაბამისად, ექიმი განსაზღვრავს ბავშვისათვის შესათავაზებელ თერაპიულ პაკეტს, მის ხანგრძლივობას, კვირის განმავლობაში თითოეული თერაპიის ჩასატარებელ ინტენსივობასა და საერთო მდგომარეობის გადაფასების სავარაუდო თარიღს.
მიმართულების ხელმძღვანელი უწევს კოორდინაციას მულტიდისციპლინური გუნდის გაწერილი გეგმის შესაბამისად მუშაობას და ყოველი თვის ბოლოს გუნდთან ერთად აფასებს თვის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს.