კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია შექმნილია ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თერაპიული პროცესი აყალიბებს ახალ უნარ-ჩვევებს, ასწორებს და აღადგენს დაქვეითებულ სამეტყველო უნარებს. თერაპიის საბოლოო მიზანია, გააუმჯობესოს ინდივიდის დამოუკიდებლად ფუნქციონირების ხარისხი.
მეტყველების თერაპია შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, წარმატებით დაუკავშირდნენ საზოგადოებასა და სამყაროს მათ გარშემო კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი მუშაობს 18 თვიდან 18 წლამდე ბავშვებთან და მოზარდებთან, რომელთაც აქვთ სირთულეები შემდეგი მიმართულებით: კომუნიკაცია, მეტყველება, ენა, შემეცნება, კვება და ყლაპვა, სმენა.