ქცევის თერაპია ( ABA თერაპია) არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული ერთ-ერთი ფსიქოლოგიური მიმართულება, რომელიც ფართოდ გამოიყენება განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებთან. მისი ტექნიკა განსაკუთრებით შეესაბამება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა თავის ტვინის მოქმედებას, რაც აღნიშნული დიაგნოზის შემთხვევაში დასწავლის პროცესს განსაკუთრებულად ეფექტურს ხდის.
ქცევის თერაპია ხელს უწყობს როგორც კოგნიტური უნარების, ისე ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, გამომწვევი ქცევის სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატული ქცევით ჩანაცვლებას.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მიღებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქცევის თერაპიის ადრეულ ასაკში დაწყების შემთხვევაში, აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვთა 50%-ის განვითარება 6 წლის ასაკისათვის უტოლდება მათ ქრონოლოგიურ ასაკს.