„ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის“ შიდა და გარე სივრცე მოიცავს თანამედროვე, კეთილმოწყობილ შენობასა და ეზოს, რომელიც სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შექმნილი შიდა სივრცე აღჭურვლია ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალით დამზადებული ავეჯითა და უსაფრთხო პროდუქციის სერთიფიკატის მქონე სათამაშოებით.
აკადემიის შიდა სივრცეში განლაგებულია მისაღები, სხვადასხვა ტიპის ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიების ოთახები, სენსორული ოთახი, სათამაშო დარბაზი, საკონსულტაციო ოთახი და საკონფერენციო სივრცე. ასევე, სამზარეულო და პერსოლისათვის განკუთვნილი გამოსაცვლელი ოთახი.
უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით დაგეგმილ გარე სივრცეში მოწყობილია სხვადასხვა ტიპის გასართობი საშუალებები. ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების უკეთ ასათვისელად ეზოში შექმნილია იმიტირებული გარემო, - საავტომობილო გზა საგზაო ნიშნებით, ზებრა გადასასვლელები და ა.შ
აკადემიის ტერიტორია უერთდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკების საერთო რეკრეაციულ სივრცეს, რომელიც უზრუნველყოფს მშობლების, სტუმრებისა და თანამშრომლებისათვის დასასვენებელ ზონასა და ავტომობილებისათვის განკუთვნილ უფასო სადგომს.