განვითარების ეტაპების გათვალისწინებით, ბავშვს სოციალურ გარემოსთან ურთიერთობის სტილი ოჯახის წევრებთან ურთიერთობის საფუძველზე უყალიბდება. აღნიშნული განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ოჯახში განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვის არსებობისას. ასეთ დროს და-ძმის ჩართულობა თერაპიულ პროცესში ორმაგი ეფექტის მატარებელია: ერთი მხრივ, ისინი წარმოადგენენ მაგალითს ასაკის შესაბამისი ქცევის ფორმირებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, თავად სწავლობენ განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვვევის მქონე ბავშვთან სწორად მისასვლელ გზას, რაც ზრდის მათ შორის წარმატებული კომუნიკაციის შესაძებლობასა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის სოციალიზაციის პროცესში.
„დედმამიშვილების პროგრამა“ შემუშავებულია კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. ადაპტირებული მიკროავტობუსებით.